რა არის ECDL?

ECDL (European Computer Driving Licence)

ECDL (European Computer Driving Licence – კომპიუტერის მართვის ევროპული სერთიფიკატი) - ეს არის პერსონალურ კომპიუტერის მომხმარებელთა მსოფლიოში აღიარებული სერთიფიკატი. სერთიფიცირება მთელს მსოფლიოში ხდება ერთიანი სტანდარტის მიხედვით, საერთაშორისო სერთიფიკატები რომლებიც ჩვენთან გაიცემა, აღიარებულია 150-მდე ქვეყანაში.

ECDL სერთიფიკატი ეს არის ცოდნის შეფასების ერთიანი ევროპული ხარისხი, აღიარებული სტანდარტი ევროპასა და აშშ-ში, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი იცნობს საინფორმაციო ტექნოლოგიების ძირითად პრინციპებს, შეუძლია პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობა და საბაზისო პროგრამების გამოყენება.

ECDL სერთიფიკატები აღიარებულია ევროკომისიის, იუნესკოს, ევროპის ინფორმატიკის საზოგადოების, მრავალი ქვეყნის განათლების სამინისტროების, სამთავრობო თუ კერძო კომპანიების მიერ.

ECDL კვალიფიკაცია აღიარებულია მთელს მსოფლიოში დამსაქმებლების მიერ, მის გარეშე წარმოუდგენელია სერიოზული წარმატების მიღწევა – ევროპაში სწავლა ან მუშაობა.

სკოლის მოსწავლეები იღებენ ECDL სერთიფიკატს, რათა დამაჯერებლად იგრძნონ თავი სკოლაში.

სტუდენტები იღებენ ECDL სერთიფიკატს, რათა მოიპოვონ უფრო მეტი შანსი საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისათვის ანდა მიიღონ სასწავლო გრანტი უცხოეთის უნივერსიტეტებიდან.

სამუშაოს მაძიებელთათვის და ფირმებისთვის : დამქირავებელს ხელთ ეძლევა საბუთი, რომელიც ადასტურებს მუშაკის კომპეტენტურობას, აუცილებელ ცოდნასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ECDL სერთიფიკატი იქნება მისი პორტფოლიოს მშვენება. ენების სერტიფიკატებთან (FCE, IELTS, TOEFL), კონკურსებსა და ოლიმპიადებში მიღებულ დიპლომებთან ერთად ECDL სერთიფიკატი წარმოადგენს პიროვნების ზოგადი კომპეტენტურობისა და კვალიფიკაციის დადასტურებას.

სოციალური ქსელები

კომპანია

ECDL ავტორიზებული ტესტირების ცენტრი
შპს "ენებისა და ტურიზმის ცენტრი ჯორჯია"
www.ecdl.ge
© ყველა უფლება დაცულია.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 43/1 (მ. დელისთან),
1 სართული, ოფისი 19.
ტელეფონი: +995 595 25 18 00
ელ.ფოსტა: info@ecdl.ge