საბაზისო მოდულები - Base Modules
საბაზისო მოდულების დანიშნულებაა იმ აუცილებელი უნარ-ჩვევების და ცოდნის სერტიფიცირება, რომელიც საჭიროა კომპიუტერთან მუშაობისათვის.
 |
კომპიუტერის საფუძვლები - ეს მოდული შეგასწავლით ძირითად პრინციპებს და ცოდნას რომელიც უკავშირდება მოწყობილობების გამოყენებას, ფაილების შექმნას და მართვას, ქსელებსა და მონაცემთა უსაფრთხოებას.
|
 |
ინტერნეტის საფუძვლები - ეს მოდული შეგასწავლით ძირითად პრინციპებს და უნარებს რომელიც უკავშირდება ინტერნეტ საიტების დათვალიერებას, ინფორმაციის ეფექტურად ძებნას, ონლაინ კომუნიკაციას და ელექტრონულ ფოსტას.
|
 |
ტექსტური რედაქტორი – ეს მოდული შეგასწავლით ტექსტური რედაქტორის გამოყენებას რათა სრულფასოვნად შეასრულოთ ყოველდღიური ამოცანები, როგორებიცაა მაგალითად მცირე ზომის დოკუმენტების და წერილების შექმნა, ფორმატირება და ამობეჭდვა. |
 |
ელექტრონული ცხრილები – ეს მოდული შეგასწავლით ელექტრონული ცხრილების საფუძვლებს და ელ. ცხრილების პროგრამის გამოყენებას. ეს საშუალებას მოგცემთ შეასრულოთ სხვადასხვა სახის ამოცანები როგორებიცაა მონაცემების ფორმატირება, შეცვლა, სტანდარტული ფორმულების და ფუნქციების გამოყენება, დიაგრამების და გრაფიკების აგება.
|