კომპიუტერის საფუძვლები
ამ მოდულში მოცემულია ძირითადი პრინციპები და ცოდნა, რომელიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მოწყობილობების გამოყენება, ფაილების შექმნა და მათი მართვა, ქსელები და მონაცემთა უსაფრთხოება.
წარმატებულ კანდიდატს მოეთხოვება:
- ესმოდეს ძირითადი მცნებები, რომლებიც დაკავშირებულია კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, მოწყობილობებთან და პროგრამებთან.
- შეეძლოს კომპიუტერის ჩართვა და გამორთვა.
- შეეძლოს კომპიუტერის სამუშაო დაფასთან ეფექტურად მუშაობა, ხატულებისა და ფანჯრების გამოყენება.
- შეეძლოს ძირითადი ოპერატიული სისტემის პარამეტრების მომართვა და ჩაშენებული დახმარების ფუნქციის გამოყენება.
- შეეძლოს მარტივი დოკუმენტის შექმნა და ამობეჭდვა.
- ესმოდეს ფაილების მართვის ძირითადი კონცეფციები, შეეძლოს ფაილების და საქაღალდეების სტრუქტურის ეფექტურად ორგანიზება.
- ესმოდეს მონაცემთა შენახვის ძირითადი არსი და შეეძლოს უტილიტების გამოყენებით ფაილების შეკუმშვა და ამოარქივება.
- ესმოდეს ქსელის არსი და კავშირის მეთოდები, შეეძლოს ქსელთან მიერთება.
- ესმოდეს მონაცემთა ან მოწყობილობების ვირუსებისაგან დაცვის მნიშვნელობა და შეეძლოს სარეზერვო ასლების აღება.
- ითვალისწინებდეს ისეთ საკითხებს რომლებიც ეხება გარემოს დაბინძურებას, უნარშეზღუდულ ადამიანებს და ჯანმრთელობის დაცვას.
იხილეთ სილაბუსი (PDF).