ონლაინ კოლაბორაცია
ამ მოდულში გადმოცემულია ძირითადი კონცეფციები და თეორიული მასალა, რომელიც უკავშირდება ონლაინ რეჟიმში კოლაბორაციის ხელსაწყოების გამოყენებას, როგორებიცაა: ონლაინ საცავი, რედაქტირების პროგრამები, კალენდრები, სოციალური ქსელები, ინტერნეტ შეხვედრები, ონლაინ სწავლება და მობილური ტექნოლოგია.
წარმატებულ კანდიდატს მოეთხოვება:- ესმოდეს ონლაინ კოლაბორაციის ხელსაწყოების და კომპიუტერული ღრუბელის ძირითადი პრინციპები.
- შეეძლოს ონლაინ კოლაბორაციისთვის მომზადება - ანგარიშის გახსნა.
- შეეძლოს ონლაინ საცავის და ინტერნეტის საშუალებით ფაილების რედაქტირების პროგრამების გამოყენება კოლაბორაციის მიზნით.
- განახორციელოს კოლაბორაცია და ინტერაქტიული მოქმედებები სოციალური ქსელების, ბლოგების და ვიკის გამოყენებით.
- დაგეგმოს და განახორციელოს ონლაინ რეჟიმში შეხვედრები, ასევე ისარგებლოს ონლაინ სწავლების გარემოთი.
- ესმოდეს მობილური ტექნოლოგიის ძირითადი პრინციპები და შეეძლოს ისეთი სერვისების გამოყენება, როგორებიცაა ელ. ფოსტა, მობილური აპლიკაციები, სინქრონიზაცია.
იხილეთ სილაბუსი (PDF).
ამ სექციის მენიუ...