ელექტრონული ცხრილები
ამ მოდულში გადმოცემულია ძირითადი კონცეფციები და თეორიული მასალა, რომელიც უკავშირდება ელექტრონული ცხრილების საფუძვლების ცოდნას და ნაჩვენებია პროგრამის შესაძლებლობები – ელექტრონული ცხრილების გამოყენებით ზუსტი გამოთვლითი სამუშაოების შესრულება.
წარმატებულ კანდიდატს მოეთხოვება:
- შეეძლოს ელექტრონულ ცხრილებთან მუშაობა და მათი შენახვა სხვადასხვა ფორმატში.
- პროგრამაში ჩაშენებული ფუნქციების გამოყენება, მაგალითად დახმარების ფუნქციის გამოყენება პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.
- უჯრედში მონაცემების შეყვანა და სიების შექმნის კარგი პრაქტიკის გამოყენება. მონაცემების მონიშვნა, დალაგება, კოპირება, გადატანა და წაშლა.
- შეეძლოს სამუშაო ფურცელში სვეტებისა და სტრიქონების რედაქტირება. სამუშაო ფურცლის კოპირება, გადატანა, სახელის გადარქმევა და წაშლა.
- შეეძლოს მათემატიკური ფორმულების შექმნა ელექტრონული ცხრილების სტანდარული ფუნქციების გამოყენებით. ფორმულების შექმნის დროს კარგი პრაქტიკის გამოყენება და ფორმულაში მცდარი მონაცემების პოვნა.
- შეეძლოს რიცხვითი და ტექსტური მონაცემების ფორმატირება.
- შეეძლოს დიაგრამების შერჩევა, ჩასმა და ფორმატირება ინფორმაციის ეფექტურად ჩვენების მიზნით.
- შეეძლოს ფურცლის პარამეტრების მომართვა, არსებული მონაცემების გადამოწმება და ჩასწორება, სანამ ელექტრონული ცხრილი საბოლოოდ ამოიბეჭდება.
იხილეთ სილაბუსი (PDF).